ზუგდიდში ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით დასრულდა - დამნაშავეებს ეძებენ
ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით დასრულდა. თავდამსხმელებმა სახლში მყოფი პენსიონერი ქალი, რომელიც ქმრის გადარჩენას ცდილობდა, თოკით გაგუდეს, კაცს კი დანით ჭრილობები მიაყენეს. შემზარავი დანაშაული ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში მოხდა. შეირაღებული ჯგუფი თავს აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების ოჯახს დაესხა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ცოლ-ქმარს სასტიკად გაუსწორდა.
პოლიცია სახლში შვილმა გამოიძახა. საზღვარგარეთ მყოფი ქალი ტელეფონით ისმენდა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მის მშობლებს თავდამსხმელები . "პირველების' ინფორმაციით, ჯიმშელიები რუსეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ. დამნაშავეებს კი, სავარაუდოდ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლში ფულს ინახავდნენ. ახლა სამართალდამცველები მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.