"გაიწვიეთ პუტინის რუსეთის სტილის კანონი" - დასავლეთის წითელი ბარათი "ოცნებას"

რუსული კანონის მეორედ შემობრუნებისთვის "ოცნებას" მძიმე ფასის გადახდა უწევს. საქართველოს მთავრობის ქმედებები დასავლეთის დღის წესრიგის მთავარ ამბად იქცა. "ოცნებას" წითელი ბარათი ბაიდენის ადმინისტრაციიდან უკვე მესამედ უჩვენეს. სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობას აფრთხილებს - ან იქნება კანონი ან საქართველოს ექნება ევროპული მომავალი.
"გაიწვიეთ პუტინის რუსეთის სტილის კანონი" - "ოცნების" ხელისუფლების შეჩერებას და რუსულ კანონზე უარის თქმას ცდილობს ევროპაც. 12 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლის ადრესატი ხელისუფლებაა. "ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა და მათი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი" - წერია დოკუმენტში.
გაფრთხილებების მთელი სერია კი "ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს. მწვავე კრიტიკის საპასუხოდ მმართველი პარტია პარტნიორების წინააღმდეგ თავდასხმის რეჟიმზეა გადასული.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.