ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში პოლიციაა მობილიზებული - ამის მიზეზი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცის პალატაში მოკლული ქალის ახლობლების შეჭრის მცდელობა გახდა.
საქმე ეხება შუახევში მომხდარ საზარელ მკვლელობას. კაცმა ცოლს ყელი ეჭვიანობის ნიადაგზე გამოჭრა და ხევში გადააგო, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი ქალი კი დანაშაულის ადგილზე დატოვა.