საქართველო ევროპაა, ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე! - პაატა მანჯგალაძე

06.04.24 12:15
საქართველო ევროპაა, ყველა, ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე! - პაატა მანჯგალაძე

"გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს" - ამის შესახებ განცხადება "გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა და "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, ივანიშვილი და ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეები კიდევ უფრო გააბოროტა საქართველოს წარმატებებმა ევრო ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ფეხბურთში ჩვენი ბიჭების გამარჯვებებმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ, რაც დეფაქტო ევროკავშირის წევრობას ნიშნავს და რუსული კანონის მიღებით ქართველი ხალხის დასჯა გადაწყვიტა.

გასულ წელს ქართველმა ხალხმა ქუჩაში ქართული და ევროპული დროშებით მოიპოვა ევროპის კანდიდატის სტატუსი და მის დათმობას არ აპირებს. 

საქართველო ევროპაა. ყველა ვინც ქართველ ხალხს აღუდგება წინ ამ გზაზე, იქნება ისტორიის სანაგვეზე!” - განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები