"პოლიტიკური წამოკნავლება, რომელსაც გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის ფასიც არ აქვს" - ვოლსკი ალავიძის განცხადებაზე

06.04.24 17:02
"პოლიტიკური წამოკნავლება, რომელსაც გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის ფასიც არ აქვს" - ვოლსკი ალავიძის განცხადებაზე

"პოლიტიკური წამოკნავლება, რომელსაც გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის ფასიც არ აქვს" - ასე აფასებს "ოცნება" ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სკანდალურ განცხადებას.

ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ ალავიძე შანტაჟის მსხვერპლი იყოს, მასზე კომპრომატები ჰქონდეს წინა ხელისუფლებას და სწორედ ამას უკავშირდებოდეს მოსამართლის მიერ დაწერილი განცხადება.

არ გამოვრიცხავ, რომ ბესარიონ ალავიძეზე ჰქონდეთ რაიმე ჩანაწერები, თუნდაც მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რაც ესოდენ "კარგად ახასიათებდა" "ნაციონალურ მოძრაობის" ხელისუფლებას და უამრავი ადამიანი ჰყავდათ და ჰყავთ შანტაჟის ქვეშ. არ გამოვრიცხავ, რომ ალავიძეც ზუსტად ასეთი შანტაჟის მსხვერპლია. ალავიძის განცხადება ამ შემთხვევაში ჟღერს, როგორც პოლიტიკური წამოკნავლება, რომელსაც გატეხილი კვერცხის ნაჭუჭის ფასიც არ აქვს", - აცხადებს ვოლსკი.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვარაუდობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას ივანიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააჩნია. სწორედ ასე ხსნის ბესარიონ ალავიძე სასამართლოს ხელით, მოსამართლეთა მოთხოვნის შესრულებას, დეკლარაციების შემოწმების დაბლოკვას და "ოცნების" ხელისუფლებისს თანხმობას. ალავიძე ფაქტობრივად მიანიშნებს, რომ სასამართლო კლანმა ხელისუფლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიები გამოივაჭრა.

მსგავსი სიახლეები