შეუნარჩუნდება თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში - "ოცნება" გარანტიებს ვერ იძლევა

06.04.24 17:43
შეუნარჩუნდება თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში - "ოცნება" გარანტიებს ვერ იძლევა

"ქართული ოცნება" მოსახლეობას ვერ აძლევს გარანტიებს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი შეუნარჩუნდება. უპრეცედენტო კრიტიკის და მძიმე საერთაშირო გამოხმაურებების შემდეგ, დეპუტატი გია ვოლსკი ვერ სცემს კითხვაზე პასუხს, რა შეიძლება მოხდეს თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს და რუსული კანონპროექტი კანონად იქცევა.

როგორც ჩანს, ოცნებამ ცუდი სცენარისთვის მზადება უკვე ულტიმატუმის ენით საუბრით დაიწყო. თუ კანდიდატის სტატუსს ჩამოგვართმევენ, ეს იქნება ქართველი ხალხის დამცირება - ამბობს ვოლსკი.

ეს მექანიზმი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, შენ ვეღარ შეძლებ დაარქვა კულტურის საკითხებზე შეხვედრა იმ შეხვედრას, რომელიც ახალგაზრდებს ასწავლის, თუ როგორ გამოიყენოს მოლოტოვის კოქტეილი ან როგორ შევარდეს პოლიციის განყოფილებაში. ამას რომ გააკეთებ ამ განცხადებას, რასაკვირველია, მერე უკვე ათჯერ დაფიქრდები იქამდე, სანამ რევოლუციური პროცესების განვითარებას მოახმარ საერთაშორისო დონორების ფულს. შეიძლება, შენ არაევროპული სტანდარტით მსჯელობდე, მაგალითად ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებზე ისეთი ფორმულით, როგორიც არ არსებობს ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში. თუკი ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ საქართველოს უარს ეტყვიან შემდგომ წინსვლაზე, ეს უნდა განვიხილოთ, როგორც გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არის ქართველი ხალხის დამცირება და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი",- აცხადებს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები