დავსახეთ სამოქმედო გეგმა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად - მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს შეხვდა

06.04.24 22:13
დავსახეთ სამოქმედო გეგმა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად - მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს შეხვდა

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა გადამწყვეტი არჩევნები იყო. 

როგორც ხაზარაძე წერს, შეხვედრაზე დასახეს  გეგმა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად: 

დღეს, შეხვედრა გვქონდა ქართველ ემიგრანტებთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 
საკმაოდ ხანგრძლივი და ემოციური შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ემიგრაციის როლზე ოქტომბრის არჩევნებში. დავსახეთ კონკრეტული გეგმა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების პრობლემის გადასაჭრელად. 
ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის. 
მადლობა მათ ნდობისთვის და სამშობლოს სამსახურისთვის !"- წერს "ლელოს" ლიდერი. 

მსგავსი სიახლეები