ხელისუფლება სკანდალშია - "Metam" "ოცნების" ცრუ კამპანია მეორედ დაბლოკა
"ქართული ოცნების" ცრუ კამპანია მეორედ დაიბლოკა. საქართველოს ხელისუფლება დიდ სკანდალში ეხვევა. ფეისბუკი ერთი მეორეს მიყოლებით შავ სიაში უშვებს ხელისუფლების მიერ დასპონსორებულ სიანფორმაციო ბანერებს. პოსტებს, რომლითაც ოლიგარქის პარტია ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. კომპანია "მეტამ" ერთ დღეში, ჯამში, 400-მდე გვერდიდან დადებული პოსტი დაბლოკა. საჯარო მოხელეები, ქალაქების მერები,ოცნების რიგითი და ხალხის მაგინებელი დეპუტატებიც, ვინც ამტკიცებს, რომ სიმართლესს იცავს, აღმოჩნდა, რომ სხვა პროპაგანდით არიან დაკავებულები.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ რუსულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობას გაუწევენ, როგორც ეს შარშან მოხდა. ოპოზციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, ბანერები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ, ფარსი და სიცრუეა.
შარშან მათ ქართველი ხალხისგან მიიღეს ძალიან კონკრეტული პასუხი და რა თქმა უნდა, იგივე პასუხს მიიღებენ წელსაც, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის პროპაგანდა, რომელსაც ავრცელებს "ქრთული ოცნება" იმდენად ზიზღის გამავრცელებელია და იმდენად ყალბია, რომ ამას თუ არათუ "ფეისბუქი", არამედ ყველა ხვდება, ნებისმიერი სოციალური მედიის პლატფორმა, ნებისმიერი მედიის კონტენტი, რომ ეს არის ფარსი, ფარისევლობა და ეს არის ანტიდასავლური, პირველ რიგში, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყანა არა მარტო ევროპულ მომავალს დაკარგავს, არამედ ეს მოქალაქეების კეთილდღეობაზეც უარყოფითად აისახება.
არათუ დაზიანდება შემდეგი პროცესი ინტეგრაციის ან მოლაპარაკებები არ გახისნება, შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. ლაპარაკია, რომ შეიძლება გადაიხედდოს სტატუსის საკითხი, შეიძლება უვიზო რეჟიმის საკითხი, რაც პირდაპირ ურტყამს არა მარტო ჩვენს მომავალს ევროკავშირში, ჩვენს კეთილდღეობას, მოქალაქეების კეთილდღეობას, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ერთხელ დაბლოკილი ქარდების შემდეგ "ოცნება" ამტკიცებდა, რომ ეს არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ გააკეთეს, თუმცა როგორ იმართლებს თავს ხელისუფლება ქარდების მეორედ დაბლოკვის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია.