საარჩევნო უბნების დამატება საზღვარგარეთ - მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს ესაუბრა
2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე მამუკა ხაზარაძე ემიგრანტებს ესაუბრა. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება, პრაქტიკულად, საარჩეევნო უფლებას ართმევს, რადგან არ ხსნის საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნებს.
შეხვედრა დისტანციურად ჩატარდა და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ესწრებოდა.
4 ძირითადი საკითხი გამოვყავით თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ხმა არ დაკარგოს. პირველი, ეს არის ახალი საარჩევნო გეოგრაფია, მეორე ეს არის ემიგრაციის საარჩევნო სიის ფორმირება, ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, მოლაპარალება დიპლომატიურ კორპუსთან. მე პირადადა მექნება შეხვედრა 27 ქვეყნის ელჩთან, სადაც განხილვის საგანი იქნება სწორედ ეს საკითხი, რომ მათი ჩართულობით მოხდეს ამ საკითხში სიცხადის შეტანა, - უთხრა მამუკა ხაზარაძემ ემიგრანტებს.
"ლელოს" ლიდერი სოციალურ ქელში წერს, რომ ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან, პოლიტიკოსებთან ერთად ბრძოლისთვის.