პრემიერის მტკიცებით, რუსული კანონის დამტკიცებას ხელს ვეღარავინ შეუშლის
საქართველოს პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან მთავორბის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერი ირწმუნება, რომ კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია და კითხვებს არ აჩენს.
ამასთან, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსული კანონის დამტკიცებას ხელს ვეღარვინ შეუშლის.
დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, ვერავინ ვერ ასაბუთებს ამას. აკვირდებით დებატებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება. მან განაცხადა, რომ არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, ასეთი განცხადება გაკეთა და შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული. ერთადერთ, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას ვეღარ შეძლებენ, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი ასევე ამტკიცებს, რომ ფეისბუქში ცენზურას ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობოები ახორციელებენ.
ასევე გაირკვა, რომ ფეისბუქში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს არის ფაქტ ჩეკი და მითების დეტექტორი ანუ გვარებით რომ ვთქვათ სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში. დღეს ამის საშუალება აღარ აქვთ ამ მასშტაბით, - განაცხადა კობახიძემ.