"ოცნება" საჯარო მოხელეებს რუსული კანონის პროპაგანდას აიძულებს

08.04.24 12:23
"ოცნება" საჯარო მოხელეებს რუსული კანონის პროპაგანდას აიძულებს

რუსული კანონის გამო "ოცნება" ზეწოლას ახდენს საჯარო მოხელეებზე. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი ავრცელებს. ჟურნალისტი აქვეყნებს საჯარო მოხელეებთან მიმოწერას, საიდანაც დგინდება, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი, თვითმართველობებში დასაქმებულებიც არ ეთანხმებიან, მაგრამ იძულებული არიან, პროპაგანდისტული გზავნილები სოციალურ ქსელში გაავრცელონ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.

არავინ იფიქროთ, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უმრავლესობა (მითუფრო, ვისაც არაფერი მოუპარავს) რუსული კანონის მხარდასაჭერად „ქართული ოცნების“ ტყუილებს, ნებით ან იმიტომ აზიარებს, რომ ეთანხმება. სხვადასხვა გზით, არაერთ ნაცნობთან მქონდა კომუნიკაცია. ვკითხე, რატომ ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ზოგს ვუსაყვედურე კიდეც. ისე, რომ შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება, რამდენიმესთან კომუნიკაციის ფრაგმენტს გაცნობთ. 
მმართველი პარტია საყოველთაო მუქარასა და შიშზე დგას!, - წერს მთივლიშილი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები