ის, რაც კარგია ევროპული ღირებულება ევროპაში, მაგალითად, გამჭვირვალობა, ცუდი რატომ უნდა იყოს საქართველოში? - მაჭარაშვილი
"ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. ის, რაც კარგია ევროპული ღირებულება ევროპაში, მაგალითად, გამჭვირვალობა, ცუდი რატომ უნდა იყოს საქართველოში, ამაზე პასუხი არავის არ აქვს", - ამ განცხადებას "ხალხის ძალის" ლიდერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.
მაჭარაშვილი აკრიტიკებს ყველას, ვინც "ოცნების" ინიცირებულ რუსულ კანონს მხარს არ უჭერს. დეპუტატს არ ესმის, რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსული კანონის გამო და რატომ თვლიან, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელია და შესაძლოა, სადამსჯელო იარაღად იყოს გამოყენებული.
ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. ის, რაც კარგია ევროპული ღირებულება ევროპაში, მაგალითად, გამჭვირვალობა, ცუდი რატომ უნდა იყოს საქართველოში, ამაზე პასუხი არავის არ აქვს. ამიტომ ჩვენ ჩვენი ღირსებით, ევროპული და ქართული ღირებულებით შევდივართ ევროპულ ოჯახში და უკუღმა ვისაც ესმის ევროპული ღირებულება, ეს იქნება ევროპაში და საქართველოში, ეს დაიტოვოს თვითონ. თუ ვინმეს ესმის სუვერენიტეტი, რომ მხოლოდ რუსეთისგან უნდა იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი, ეს არის მათი პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა უნდა იყოს ყველასგან დამოუკიდებელი და პარტნიორული ურთიერთობის პრინციპზე აგებული,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.