"რუსული კანონის მიღებას არ დავუშვებთ" - აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან

08.04.24 13:24
"რუსული კანონის მიღებას არ დავუშვებთ" - აქტივისტები აქციისთვის ემზადებიან

რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მშვიდობიანი აქციისთვის ემზადებიან ახალგაზრდებიც. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებას ერთ საათში დაიწყებენ. მარტის მოვლენების მონაწილეები ამბობენ, რომ არც წყლის ჭავლის და არც სპეცრაზმელები ეშინიათ. მათი თქმით, კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს, რასაც არ დაუშვებენ.

ეს კანონი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამ კანონს შარშან საზოგადოებამ სახელი დაარქვა და ეს არის რუსული კანონი და წესლ ისევ მატყუარა რუსული ხელისუფლება ჩვეულ სტილში თავიდან დააინიცირა ეს კანონი და ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქი ვალია, გავაპროტესტოთ ეს კანონი და მე დარწმუნებული ვარ, ისევ გაერთიანდება საზოგადოება ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც მოხდა ეს შარშან. ახალგაზრდები, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას და ჩვენც, "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც იდგება ქართული საზოგდოება, - ამბობს აქტივისტი.

 ახალგაზრდები აცხადებენ, რომ არ დანებდებიან და ხელისუფლებას ისევ უკან დაახევინებენ. 

როგორ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" მერამდენედ მოგვატყუოს და ისევ დააბრუნოს ის კანონი, რომელსაც მთელმა საზოგადოებამ მკაცრად უთხრა უარი. ეს არის, უბრალოდ, შეურაცხყოფა თითოეული იმ ადამიანის, რომელიც იბრძოდა, შესაბამისად, მე მჯერა, რომ დღესაც იმ იდეების გარშემო გაერთიანებული ადამიანები მოვახერხებთ ერთად შეკრებას და რეალურად, ისევ დავახევინებთ "ქართულ ოცნებას" უკან, - ამბობს რუსული კანონის მოწინააღმდეგე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს რუსული კანონის განხილვას იწყებს. საკანონმდებლო ორგანო პოლიციის ალყაშია. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაანონსებული აქციის გამო მიიღო.

მსგავსი სიახლეები