ონკოპაციენტებმა ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთეს - აქცია კანცელარიასთან

08.04.24 13:54
ონკოპაციენტებმა ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთეს - აქცია კანცელარიასთან

ხელისუფლებას წამმზომი ჩაურთეს ონკოპაციენტებმა, ადამიანები, რომლებსაც მძიმე დიაგნოზის გამო უმძიმესი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება იძულებული არიან, ქუჩაში გავიდნენ და აქციებით ცდილობენ აიძულონ მთავრობა, შემოიტანოს ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები.

პროტესტის ეპიცენტრი დღეიდან მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. მოქალაქეები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. სპეციალური განცხადება უკვე ჩააბარეს პრემიერის ადმინისტრაციას.

ონკოპაციენტები არ დაიშლებიან იქამდე ვიდრე სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. ჩამონათვალშია 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებაც, რომელიც არც გადასხმებს ყოფნის და არც კვლევების ჩატარებას.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას.

მოძრობა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე  ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა.

საუბარია, 13 მედიკამენტზე, რაც  გვანცა აფხაიძის თქმით, ძალიან ცოტაა.

ირკვევა, რომ წამლები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს, დეფიციტშია და არ იშოვება. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი კი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც არ არის.

მსგავსი სიახლეები