პოლიცია ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებს
პარლამენტში, სადაც რუსული კანონის განხილვა იწყება, პოლიცია ჟურნალისტებს არ უშვებს. ჟურნალისტები, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია აქვთ, უკვე 20 წუთია, შენობაში შესვლას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ჟურნალისტებს შორის, რომლემბსაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, ვინც გასულ წელს ბიუროს ოთახის წინ რუსული ნკანონის მიღება პლაკატებით და აქციით გააპროტესტეს. საუბარია „პუბლიკას”, „ნეტგაზეთის”, On.ge-ს, „მთის ამბების” ჟურნალისტებზე.
მედიის წარმომადგენელთა თქმით, სურდათ, დეპუტატებისთვის კითხვები რუსული კანონის ინიცირებასთან დაკავშირებით დაესვათ, თუმცა პარლამენტის ადმინისტ6რაცია მათ გადაადგილებას უზღუდავს.
მათ ეშინიათ ჟურნალისტების თავისუფალი, კრიტიკული ხმის, ამიტომ აპირებენ ამ კანონის ინიცირებას სწორედ ახლა ბიუროს სხდომაზე. ამის გაპროტესტება გვინდოდა, ისევე როგორც წინა ჯერზე და ჩვენ სხვადასხვა ფორმით, რაც არ უნდა შეგვიზღუდონ შესვლის თუ პროტესტის, კრიტიკული ხმის უფლება, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ, - ამბობს "ნეტგაზეთის" წარმომადგენელი, ნესტან ცეცხლაძე.
"მთის ამბების" რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, მედიის წარმომადგენელთა ნაწილს პარლამენტის აკრედიტაცია, ხოლო ნაწილს დეპუტატის მიერ დაშვებული საშვი აქვს, თუმცა მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საიდანაც შენობაში პარლამენტის წევრები შედიან, საპროტესტო აქცია დაიწყო, სახელწოდებით - არა რუსულ კანონს, თავისუფლება ლაზარეს.