ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალს უნდა ევროპა! - ხაბეიშვილი
რუსული კანონი ხელს მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებას აძლევს, რომ "პატაკი" ჩააბარონ რუსეთს, - ამის შესახებ ენმ-ს თავმდჯომარე ლევან ხაებიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს, მოქალაქეების ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებს და მეტიც, მხოლოდ ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.
ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს არ უდნა რუსეთი და უნდა ევროპა, ამიტომ რუსული ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება.
„პარლამენტი და ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს, უნდა გემსახურებოდეთ თქვენ და ნებისმიერი კანონი, რომელსაც იღებს ხელისუფლება, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და ადამიანების კეთილდღეობას!
მარტივი შეკითხვა დავსვათ - ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს, რა მოხდება ამით, როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე! რატომ გვინდა ევროკავშირი? - იმიტომ, რომ გვინდა კეთილდღეობა, გვინდა ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოიპოვა ხალხმა, ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი რაც გვაქვს შესაძლოა, წაგვართვან, შესაძლოა აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს! ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო - ე.წ. „პატაკი“ , მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს. ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და უმარტივესი რამ ვთქვათ, გველოდება ევროპის ჩემპიონატი , ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ის, რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა, ის რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად! და რა უნდათ, მათ უნდათ, რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, უნდათ, რომ ვიყოთ დაპირისპირებულები - ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!“ - ლევან ხაბეიშვილის განცხადებით.