"ოცნებამ" ქართულ საზოგადოებას ბრძოლა გამოუცხადა - გიორგი კუპატაძე
"თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდები, რომლებიც ერთი წლის წინ ვიცავდით დასავლურ ღირებულებებს, ვიბრძოლებთ ისევ ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, გიორგი კუპატაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსული კანონის შემობრუნებით "ქართულმა ოცნებამ" ქართულ საზოგადოებას ბრძოლა გამოუცხადა.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ერთი წლის წინანდელ, 7-8 მარტის მოვლენებს, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ათეულობით ათას თავისუფლებაში დაბადებულ ახალგაზრდასთან ერთად საკადრისი პასუხი გასცა „ქართულ ოცნებას“ და მას დაახევინა უკან. ეს იყო საეტაპო გამარჯვება, რომელმაც გაგვიხსნა გზა ევროკავშირისკენ, ხოლო დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს მეორე რაუნდის წამოწყებას და ის ბრძოლას უცხადებს ქართულ საზოგადოებას და მე მჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეების განმავლობაში ვიდექით ქუჩაში, ვიბრძოდით და ვიცავდით დასავლურ ღირებულებებს, ვიბრძოლებთ ისევ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, - განაცხადა გიორგი კუპატაძემ.