"საქართველოს არ სურს რუსეთი, ამიტომ კი ევროპას, არა - რუსეთს!“ - გვანცა გაზდელიანი

08.04.24 15:36
"საქართველოს არ სურს რუსეთი, ამიტომ კი ევროპას, არა - რუსეთს!“ - გვანცა გაზდელიანი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულის წევრი გვანცა გაზდელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის შემობრუნებით ერთ წყალში ორჯერ შესვლა მოინდომა, რაც "ოცნებისთვის" დამღუპველი შედეგების მომტანი იქნება.

ოპოზიციის წევრის თქმით, გზავნილი მკაფიოა: საქართველოს არ სურს რუსეთი და სურს ევროპა!

საქართველოს რუსული ხელისუფლება კვლავ ცდილობს ერთ წყალში ორჯერ შესვლას და კვლავ აქვს სურვილი,რომ საქართველოში შემოიღოს რუსული კანონი. როგორ ჩანს, გასულ წელს მიღებული გამოცდილება ქართველ ხალხთან რუსული ხელისუფლებისთვის არ იყო საკმარისი. ამიტომ ამ წელს ხელისუფლება კიდევ ერთ გაკვეთილს მიიღებს, რაც მისთვის იქნება დამღუპველი შედეგების მომტანი. 
საქართველოს არ სურს რუსეთი, ამიტომ კი ევროპას, არა - რუსეთს!“- განაცხად გვანცა გაზდელიანმა.

 

მსგავსი სიახლეები