რატომ მისცა ლაზარეს, პროცესზე საპატიმროდან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა - მოსამართლის განმარტება

08.04.24 15:47
რატომ მისცა ლაზარეს, პროცესზე საპატიმროდან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა - მოსამართლის განმარტება

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო დაიწყო, სხდომას ლაზარე დისტანციურად ერთვება - რეზონანსული საქმის მოსამართლე, ზვიად შარაძე განმარტავს, თუ რატომ მიეცა ბრალდებულს წინა სხდომისგან განსხვავებით ახლა, პენიტენციური დაწესებულებიდან ჩართვის შესაძლებლობა.

მოსამართლის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის ჩართვა მოხდა იმ მიზეზით, რომ გრიგორიადისმა დაასაბუთა, თუ რატომ სურდა დისტანციურად ჩართვა.

„აქვს შფოთვა, რასაც ვერ აკონტროლებს და დისკომფორტს უქმნის“.  „ის სამარტოო საკანშია და საზოგაოებასთან ურთოერთობას გადაეჩვია“- თქვა მოსამართლემ ბრალდებულის წერილის წაკითხვისას და ლაზარეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

მოსამართლე ამტკიცებს, რომ საქმის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია და ყველა პროცესი მხარეებთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობდა.

ერთადერთი პროცესი გადაიდო ჩემი კუთვნილი შვებულების გამო. საუბარი, თითქოს, ეს იმას ემსახურება, რომ ბრალდებულის ციხეში ყოფნის დროის გახანგრძლივება ხდება, მიუღებელია. “, - განაცხადა შარაძემ.

მსგავსი სიახლეები