კი ევროპას, არა - რუსულ კანონს! - ხალხი ქუჩაში ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდის

09.04.24 11:18
კი ევროპას, არა - რუსულ კანონს! -  ხალხი ქუჩაში ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოდის

35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - დღეს ქუჩაში ხალხი ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად  გამოდის. "კი ევროპას, არა - რუსულ კანონს!" ამ სლოგანით დაწყება  პირველი  რესპუბლიკის მოდენიდან ზუსტად 18:00 საათზე მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან დასრულდება.

დღეს, ქუჩაში გამოდის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რუსული კანონის საქართველოში მიღება ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებს.

დღევანდელი მსვლელობით  ქვეყანაში "ქართული ოცნების" ინიციირებული რუსული კანონის წინააღმდეგ ახალი საპროტესტო  მოძრაობა იწყება. ხალხი გამოდის კანონის და იმ პოლიტიკური თაღლითობის  წინააღმდეგ, რომელიც ოლიგარქის  პარტიამ ჩაიდინა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრნი ვიყოთ. ეს არის სიმბოლური მარში თავისუფლებისთვის, ჩვენი წინაპრები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი გამხდარიყო და მაქსიმალურად დაახლოებოდა დასავლეთს. 

მოუწოდებ ყველას, განურჩევლად იმისა, რა მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში, თავისუფლებისთვის ბრძოლამ ყველა უნდა გაგვაერთიანოს, (ვფიქრობ, რომ გვაერთიანებს ყველას) ევროპაც გვაეერთიანებს ყველას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ეს"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი", ეკა გიგაური. 

რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძეც. 

მისი თქმით, დღევანდელი მარში არის შესაძლებლობა იმის დამტკიცების, თუ როგორ უპირისპირდება ქართველი ხალხი რუსულ კანონს. 

ძალიან ვწუხვართ, რომ ამ ამბებიდან (9 აპრილიდან) 35 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებს ისევ გვიწევს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ბრძოლა გვიწევს არა იმიტომ რომ ეს ჩვენი რაიმე ახირებაა, არამედ იმიტომ რომ რუსეთი არ წყვეტს მცდელობას, საქართველო მის მორჩილებაში იყოს როგორც ფიზიკურად, ისე პოლიტიკურად. რუსული კანონის ინიცირებაც არის იმის გამოხატულება, რომ რუსეთი ცდილობს, ქართული საზოგადოება რუსული წესებით ცხოვრობდეს. ქართველი კაცისთვის მიუღებელია რუსული წესით ცხოვრება, ქართველ კაცს საკუთარი მისწარფებები გააჩნია - ეს არის თავისუფლება და თავისუფალ სამყაროს წევრად ყოფნა"- ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

მსგავსი სიახლეები