ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ! ბრძოლა არის უწყვეტი - ბადრი ჯაფარიძე

09.04.24 11:44
ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ! ბრძოლა არის უწყვეტი - ბადრი ჯაფარიძე

თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ - ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან მისულომა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და ტქვა, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს.

ჯაფარიძემ პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„1989 წლის 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ თავისუფლებისთვის ჩვენი თანამემამულეების თავგანწირვა, მაგრამ 1991 წელს ამ თავგანწირვამ მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით. თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი, ჩვენ კვლავ გამოწვევების და თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ. ამიტომ, ცხადია, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, სანამ საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს წნეხისგან, რომელსაც ყოველთვის განვიცდიდით ამ წლების განმავლობაში ჩრდილოეთ მეზობლის, რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები