"ოცნება" საზოგადოებას ერთანეთს აპირისპირებს - გახარია რუსულ კანონზე
ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასასრულებელი გვაქვს - ამის შესახებ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.
35 წელი გავიდა და ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, გვაქვს დასასრულებელი, ყველას ერთად და ახლა არის ყველაზე კარგი მომენტი ამისთვის. დავასრულოთ მშვიდობით და წინსვლით, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.
გიორგი გახარიამ "ოცნების" მიერ შემობრუნებულ რუსულ კანონთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი მმართველმა გუნდს საზოგადოების ორად გასაყოფად და დასაპირისპირებლად დასჭირდა.
"ქართულ ოცნებას" ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს დაუპირისპიროს საზოგადოება, დაყოს ის ორ ნაწილად, ვიღაცას დაარქვას ფორმალურად, იურიდიულად "აგენტი" ვიღაცას დაარქვას პატრიოტი. ეს ის გარემოა ურთიერთდაპირისპირების, რომელშიც მხოლოდ შესაძლებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი გადაირიჩინოს არჩევნებზე", - განაცხადა გახარიამ.