თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია - გერმანიის ელჩი

09.04.24 12:00
თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია - გერმანიის ელჩი

თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდი -  ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომელიც დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდა და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია.

"დღეს ვიხსენებთ ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ და დაზარალდნენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს მოხდა გერმანიაში ბერლინის კედლის დანგრევამდე ნახევარი წლით ადრე. ასე რომ, თქვენ იბრძოდით დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისთვის ისე, როგორც ჩვენ ამას გერმანიაში ვაკეთებდით. თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა ჩვენთვის, ყველასთვის მუდმივი ვალდებულებებია," - თქვა ფიშერმა.

ზუსტად 35 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები