ჩვენი ამომრჩეველი "ოცნებას" ხმას არ მისცემს - "ალტ ინფო" ივანიშვილის გუნდთან დაპირისპირებაში შევიდა?
"ქართული ოცნების " ნადირობა პრორუსი ამომრჩევლის ხმებზე - მას შემდეგ, რაც პარტია "ალ ინფოს" რეგისტრაცია გაუუქმეს, რადიკალების ჯგუფი რომელიც ხელისუფლების მთავარი მოკავშირე იყო, ახლა ოცნებასთან დაპირისპირებაში შევიდა.
რადიკალების ლიდერი, ზურა მახარაძე ამბობს, რომ ისინი არჩევნებში გასვლას ყველა მეთოდით შეეცდებიან, ეს პარტიის ხელახლა, რეგისტრაციას გულიხსმობს.
მინდა, ქართულ ოცნებას ცალსახად ვუთხრა, (ასეთი მეთოდებით, ხალხს აზრის ქონის უფლება რომ აუკრძალე), კონსერვატიული ამომრჩეველი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ გახდება. ამის გარანტიოს გაძლევთ" - ამბობს მახარაძე.
ირკვევა, რომ "ალტ ინფროს" რეგისტრაცია პარტიის დოკუმენტებში სამი წლის წინ დაშვებული შეცდომის გამო გაუქმეს, ეს ოპოზიციისთვის აჩენს ვარაუდს, რომ რადიკალური ჯგუფები ხელისუფლებამ ჯერ გამოიყენა, ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ამ რადიკალებს თუნდაც მინიმალური ხმები წაართვან და ამ მიზეზით საარჩევნო პროცესიდან გამოთიშეს.