უსამართლოდ იქცევით - "ოცნების" პასუხი სახდეპს

09.04.24 12:45
უსამართლოდ იქცევით - "ოცნების" პასუხი სახდეპს

მეგობრები კი ასე არ იქცევიან - "ქართული ოცნება" სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებამ წყობიდან გამოიყვანა.

ირაკლი ზარქუა მილერისგან მტკიცებულებებს ითხოვს. 

"როდესაც თქვენს კანონს უცხოური აგენტების შესახებ FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობით გველაპარაკოთ...

ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს. იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ. თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან," - ამბობს ზარქუა.

სახდეპი რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში სანქციებს არ გამორიცხავს - რიგით მეოთხე განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი შეშფოთებას გამოთქვამს "ოცნების" მიერ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებაზე.

 

მსგავსი სიახლეები