რუსული კანონის საფრთხეები და შედეგები - ოპოზიცია და მესამე სექტორი უწყვეტ პროტესტს აანონსებს
რუსული კანონის საფრთხეები და მოსალოდნელი შედეგები - საკითხზე დილიდან ოპოზიცია და მესამე სექტორი მსჯელობს. ერთობლივი კონფერენცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყველა თანხმდება, რომ რუსული კანონი ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ წაიყვანს.
ზუსტად ასე დაიწყო პუტინმა ძალაუფლების კონსოლიდაცია და დაამთავრა იმ ტირანიით, რაც არის დღეს რუსეთში. ეს არ მომხდარა ერთ ღამეში იმ კანონის მიღებიდან რუსეთში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გამკაცრება და დასჯა ყველა იმისა, ვინც არ ფიქრობს ისე, როგორც უზურპატორი. მეორე - შინაარსი. შინაარსით ასევე პუნქტობრივად და მუხლობრივად ეს კანონი იმეორებს და ტოვებს ზუსტად იმ ხვრელებს ინტერპრეტაციისთვის, რომელიც ასევე მოსახერხებელია ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ავტორიტარული მმართელისთვის, იმიტომ, რომ როცა სასამართლო შენს ჯიბეშია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება შენს ჯიბეშია, ამ ინტერ[რეტაციით გახორციელებული კანონი ემსახურება მისი ძალაუფლების განმტკიცებას დადასჯას ოპონენტების, - ამბობს საქართელოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათო ქუთელია.
დახურულ კარს მიღმა დღეს ოპოზიციის ლიდერებმა იმსჯელეს იმაზეც, თუ რას დაუპირისპირებენ რუსული კანონის დამტკიცების მცდელობას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია და უწყვეტი საპროტესტო აქციებია.
ეს კანონი რუსული შინაარსითაც, თავითაც და ბოლოთიც. ამას ამბობს მთელი მსოფლიო. ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. აქ არ არის ახლა პარტიულობის დრო, აქ არის ერის გაერთიანების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ვერავინ გადაგვახვევინებს ამ გზას. 15 დეკემბერს, არჩევნების შემდგომ მოვაწერთ ხელს მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთვის ევროოკავსირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიერი გიორგი ვაშაძე.