ეს იყო ძალიან მკაცრი განცხადება, სადაც მითითება იყო, რომ შესაძლოა მთავრობის წევრები დასანქცირდნენ - ლევან ხაბეიშვილი

09.04.24 13:31
ეს იყო ძალიან მკაცრი განცხადება, სადაც მითითება იყო, რომ შესაძლოა მთავრობის წევრები დასანქცირდნენ - ლევან ხაბეიშვილი

„ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ შესაძლოა მთავრობის წევრები დასანქცირდნენ“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უკან რომ წაიღოს რუსული კანონი, ეს გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ის შეიძლება უკან კვლავს შემოაბრუნოს, სწორედ ამიტომ ენმ-ს თავმჯდომარე გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

ეს იყო ძალიან მკაცრი, ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც მითითება იყო იმაზე, რომ დიახ, შესაძლოა - ამ შემთხვევაში მთავრობის წევრები, უმრავლესობის წევრები დასანქცირდნენ. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს ქართველი ხალხისთვის გამოსავალი ვერ იქნება. 
გამოსავალი არის, რომ ეს კანონი არ მიიღონ, გამოსავალია, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ. 
უნდა გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ ახლაც რომ წაიღოს  უკან ეს კანონი, თუ არ შევცვლით ამ ხელისუფლებას, 2 თვეში შესაძლოა ისევ შემოიტანონ. ამ ხელისუფლების  პირობებში, რაიმეს გარანტი რომ გვქონდეს,  ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმეს არ გააკეთებენ, არ არსებობს. 
ამისთვის უმნიშვნელოვანესია ამ ხელისუფლების ცვლილება, რომ სტაბილურად, მშვიდად გავაგრძელოთ განვითარება.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

სახლემწიფო დეპრატმენტი  რუსული კანონის განხილვის პარალელურად, მეოთხე განცხადება გააკეთა და არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.