არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ უნდა შექმნას ჩვენს ევროპულ გზასა და მომავალზე - იოსელიანი
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას შვილთან ერთად პატივი მიაგო.
იოსელიანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა რუსულ კანონთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ უნდა შექმნას ჩვენს ევროპულ გზასა და ევროპულ მომავალზე.
„დღეს ჩემ შვილთან ერთად მოვედი, რომ მანაც ნახოს და მომავალ თაობას გადავცეთ ის ხსოვნა, რის ფასად არის მოპოვებული თავისუფლება. ის, რომ დღეს, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
როგორი კანონპროექტიც არ უნდა იყოს დაინიცირებული, მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა კანონპროექტმა ბარიერი არ შექმნას ჩვენ ევროპულ გზაზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე და ევროპულ მომავალზე. გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ამის მიღწევის სხვა ბევრი გზა არსებობს, მათ შორის სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა", - განაცხადა იოსელიანმა.