რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ! - სოფო ჯაფარიძე

09.04.24 14:00
რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ! - სოფო ჯაფარიძე

ხუთი საათი მსვლელობამდე - "კი ევროპას, არა რუსულ კანონს".  ზუსტად 6 საათზე ხალხი ამ ლოზუნგის ქვეშ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება და მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის სასახლემდე მივა. ეს დღეს სიმბოლურია - 9 აპრილიდან 35 წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებს, ქუჩაში დგომა ისევ რუსული გავლენების წინააღმდეგ უწევთ. ყველა პროფესიის და ყველა თაობის წარმომადგენელი. დღეს მშვიდობიანი მარშით ქუჩაში იმის სათქმელად გამოდის, რომ ევროპა საქართველოს არჩევანია რუსული კანონი კი ამ არჩევანს გვართმევს. 

ისევ გვიწევს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ისევ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც მიგვაქანებს ანარქიაში, სიღარიბეში, ჭაობში, უფსკრულში და ყველა იმ მძიმე მდგომარეობაში, რასაც რუსეთი ჰქვია. ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ჩვენ ყველა ერთად არ ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ რუსულ კანონს- არა"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები