გაუქმებული პრორუსული პარტია - იუსტიციის მინისტრის განმარტება
რატომ არ გააუქმა პარტია "ალტ-ინფო" იუსტიციის სამინისტრომ სამი წლის განმავლობაში თუ დარღვევა ჰქონდათ? რატი ბერგაძე აღიარებს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა, ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო. "პირველების" კითხვას, რას აკეთებდა ეს უწყება სამი წლის განმავლობაში და ცდილობს თუ არა "ოცნება" ამ სპეცოპერაციით პრორუსული ამომრჩევლის მისკენ გადაქაჩვას, მინისტრი არ პასუხობს.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.
ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება.
არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა განახორციელონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ერთ დროს ხელისუფლების მოკავშირე "ალტ-ინფო" კი "ოცნებას" ემუქრება და ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.