რატომ დასჭირდა "ოცნებას" რუსული კანონი, როცა NGO-ს საქმიანობას 11 კანონი არეგულირებს?

09.04.24 17:16
რატომ დასჭირდა "ოცნებას" რუსული კანონი, როცა NGO-ს საქმიანობას 11 კანონი არეგულირებს?

ვინ ამოწმებს და რომელი კანონები არეგულირებს არასამთავრობოების საქმიანობას? - ირკვევა, რომ NGO სექტორის საქმიანობას 11 კანონი არეგულირებს, მათ შორის მკაცრად კონტროლდება დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტები, რომელსაც არასამთავრობოები სპეციალურ პორტალზე ანთავსებენ. 

დღეს ფინანსთა სამინისტროს ისედაც აქვს სრული წვდომა, საიდან ირიცხება და რაში იხარჯება უცხოელი დონორების მიერ არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი დაფინანსება. 

არასამთავრობო სექტორის საქმიანობას საქართველოში დღეს მოქმედი 11 კანონი არეგულირებს ესენია: 

  •  კონსტიტუცია
  •  სამოქალქო კოდექსი
  •  მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი
  •  საგადასახადო კოდექსი
  •  პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი
  •  შრომის კოდექსი
  •  საარჩევნო კოდექსი
  •  დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი
  •  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ
  •  ადვოკატთა შესახებ კანონი
  •  საარჩევნო კოდექსი

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა უკვე დარეგულირებულია საგადასახადო კოდექსის 5 მუხლით და 5 სხვადასხვა კანონით.

NGO ვალდებულია, ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ან საკონტრაქტო მომსახურების შედეგად გადახდილი ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ამომწურავი ინფორმაცია დასაქმებული პირების ვინაობისა და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ.

"გრანტების შესახებ კანონი" არეგულირებს ასევე, უცხოური საგრანტო პროექტების განკარგვას. სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე გრანტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან, თუმცა გრანტის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გრანტს არეგისტირებს შემოსავლების სამსახურში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "პირველებთან" აცხადებენ, რომ სახელმწიფოს თუ სურს, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შემოსავლების შესახებ, შეუძლია მიიღოს არა რუსული კანონი, არამედ არსებულ კანონებში მუხლები დაამატოს.

სახელწმიფომ იცის თითოეული დოლარი, რომელიც საზღვარგარეთიდან შემოდის, მათ შორის გრანტების სახით. სამთავრობო უწყებებს შექმნილი აქვთ უცხოური დახმარების საინფორმაციო მართვის ელექტრონული სისტემა, სადაც თითოეული ცენტი არის აღრიცხული. ჩვენი ორგანიზაცია, ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციები ყოველთვიურად წარადგენენ საშემოსავლო დეკლარაციებს, სადაც აღნუსხულია თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის თითოეული ლარი ხელფასის სახით და შესაბამისი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა,“ - ამბობს სანდრო ბარამიძე.

გამჭვირვალობის შემოტანის არგუმენტს რომ ეფარება "ოცნება", ამაშია დარწმუნებული . "პირველებთან" ამბობს, რომ ამ კანონის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აგენტის იარლიყის მიწებებაა.

გამჭვირვალობა ამ კანონის მიზანი ნამდვილად არ არის, გამჭვირვალობა ამ კანონის მიზანი რომ იყოს, გამჭვირვალობის არაერთი მექანიზმი არის და არაერთი მექანიზმის დამატება შეიძლება და ამაზე პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს, რაც არის გამჭვირვალობა არაფერ შუაშია. აქ მთელი მიზანი არის ხალხს, რომელიც არ ექვემდებარებიან მმართველი პარტიის კონტროლს დაუძახონ პირდაპირ ან ირიბად ქვეყნის მოღალატეები,“ - ამბობს გიორგი დავითური.

მსგავსი სიახლეები