საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია მხოლოდ დასაწყისია - პეტრიაშვილი
"არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა, რომელმაც აირჩია თავისთვის დამღუპველი და საბოლოო გზა, რომელიც დაასრულებს ოცნებას," - ამ განცხადებას ალექსი პეტრიაშვილი "პირველებთან" აკეთებს.
პეტრიაშვილი პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც თავისუფლების მარში იმართება.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ამბობს, რომ საერთაშორისო გამოხმაურებები, რაც რუსული კანონის რეინიცირების შემდეგ იხილა საზოგადოებამ მხოლოდ დასაწყისია და ხელისუფლება უფრო მეტ კრიტიკულ გზავნილებს და ქმედებებს უნდა ელოდოს.
ეს არჩევანი ნაკარნახევი და ნაბრძანებია მოსკოვიდან, მათთვის გამოტანილი განაჩენია, დარწმუნებული ვარ, რომ კრახით დასრულდება და მინდა გითხრათ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაზე, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, პირველი განცხადებები, ნიშანდობლივი იყო სახდეპის განცხადება, რომ დაგველოდეთ, იყავით ხაზზე და რამდენადაც ვხვდები, არის მცდელობა, რომ გადააფიქრებინონ, მაგრამ არჩევანი გააკეთა ივანიშვილმა, რომელმაც აირჩია თავისთვის დამღუპველი და საბოლოო გზა, რომელიც დაასრულებს ოცნებას, რადგან ამ საზოგადოებას ვერავინ აღუდგება წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,“ - ამბობს ბუკა პეტრიაშვილი.