პროტესტის გაზაფხული საქართველოში - 2024 წლის 9 აპრილს ხალხი ისევ ქუჩაში გავიდა

09.04.24 20:01
პროტესტის გაზაფხული საქართველოში - 2024 წლის 9 აპრილს ხალხი ისევ ქუჩაში გავიდა

 

 

პროტესტის გაზაფხული საქართველოში. 2024 წლის 9 აპრილი. ისევ გადაჭედილი რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მარში. ქართველი ხალხი 35 წლის შემდეგაც ქუჩაშია გამოსული და დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას ცდილობს. ისევ უნდათ, რუსულ მარწუხებს თავი დაღწიონ. ათასობით ჩვენი მოქალაქე პარლამენტის წინ ერთი მოთხოვნით არის შეკრებილი - "კი ევროპას - არა რუსულ კანონს!"

სტუდენტები, პოლიტიკოსები, ექიმები, მეცნიერები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები - "ქართული ოცნების" მიერ საფრთხის წინაშე დაყენებულმა ქვეყნის ევროპულმა მომავლმა მთელი საზოგადოება გააერთიანა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. "წინ ევროპულ ოჯახში" - ეს არის დღეს ქუჩაში გამოსული ხალხის ერთდაერთი მოთხოვნა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები