რუსული კანონების მიღებით ევროკავშირში არ მიგვიღებენ, მიგვიღებენ რუსეთში - გიგაური

09.04.24 21:16
რუსული კანონების მიღებით ევროკავშირში არ მიგვიღებენ, მიგვიღებენ რუსეთში - გიგაური

„კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, არ შეგვიშვებენ ევროკავშირში,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აკეთებს.

გიგაურის თქმით, ხელისუფლებას ყველა აფრთხილებს, რომ „რუსული კანონების მიღებით ევროკავშირში არ მიგვიღებენ, მიგვიღებენ რუსეთში“. 

როგორც გიგაური ამბობს, ხელისუფლების მიზანია იმ ორგანიზაციების, მედიების თუ კონკრეტული პირების გაჩუმება, ვინც მათ კორუფციულ ქმედებებს ამხელენ - "მათი სკამები და მათ მიერ მოპარული ფული მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ამას იცავენ და გვექაჩებიან რუსეთისკენ".

ჩვენ არ გვინდა რუსეთი, არც რუსული სახელმწიფო გვინდა, არც რუსული გავლენების ქვეშ გვინდა, ვიყოთ, ჩვენი გზა არის ევროპა, NATO, ჩვენი გზა არის განვითარებული დასავლური სამყარო და სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ამას ვერ იგებს,“ - ამბობს გიგაური.

მსგავსი სიახლეები