მაშინაც (9 აპრილს) და დღეს უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რომ რუსები არ ვართ, რატომ გვტენიან რუსეთს? - ბუღაძე

09.04.24 21:32
მაშინაც (9 აპრილს) და დღეს უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რომ რუსები არ ვართ, რატომ გვტენიან რუსეთს? - ბუღაძე

„ჩვენ მაშინ ვიგრძენით და დღეს უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რომ რუსები არ ვართ, არაფერი გვაქვს საერთო რუსულ მენტალობასთან,“ -ამ განცხადებას „რეაქციაში“ გია ბუღაძე აკეთებს.

ბუღაძე 35 წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ 9 აპრილზე საუბრობს და ამბობს, რომ თავისუფლების მარშმა აჩვენა, რომ საქართველო რუსეთი არ არის.  

მივაღწიეთ ის, რომ 9 აპრილმა გვიჩვენა, რომ კრიზისის მაქსიმუმი არის 9 აპრილს, ხდება ტრაგიკული კოლიზია, მაგრამ განმუხტვაც ხდება საქართველოს გამარჯვებით. 9 აპრილი არის ჯახი პირდაპირი გაგებით ჩვენი საბედისწერო ეროვნული, მაგრამ ბოლოს მთავრდება გამარჯვებით. 
ჩვენ მაშინ ვიგრძენით და დღეს უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რომ რუსები არ ვართ, არაფერი გვაქვს საერთო რუსულ მენტალობასთან.
რატომ გვტენიან რუსეთს, ესენი რუსებზე უარესები არიან,“ - ამბობს გია ბუღაძე.

 

მსგავსი სიახლეები