თუ ამერიკაში არ შეგვიშვებენ, ტრაგედია არ იქნება - "ოცნების" დანაყოფი
"ქართული ოცნების" დანაყოფი რუსული კანონის შემობრუნების გამო დასანქცირებას არ გამორიცხავს. მეტიც, როგორც "ხალხის ძალის" ლიდერმ ეკა სეფაშვილმა განაცხადა თუ ვინმეს ამერიკაში წასვლას შეუზღუდავენ, ეს ტრაგედია არცერთი მხარისთვის არ იქნება.
რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელმა სტრატეგიული პარტნიორები დღეს ფაქტობრივად ოპოზიციასა და მესამე სექტორთან გარიგებაში დაადანაშაულა.
მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ და ეყრდნობიან რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც პირველი შემთხვევა არ არის.
რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის. მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ დემოკრატიის პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. გამჭვირვალობა ევროპულია, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია," - განაცხადა სეფაშვილმა.
პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა "ქართული ოცნება" გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.
სახლემწიფო დეპრატმენტმა არ გამორიცხა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევში, ვაშინგტონმა სანქციების ბერკეტი გამოიყენოს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე განცხადების შემდეგ "ოცნებას" გაეროს კრიტიკული განცხადებაც წამოეწია.