ახალგაზრდებს პარტაქტივი დაახვედრეს - ვინ დაუპირისპირდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს

10.04.24 12:15
ახალგაზრდებს პარტაქტივი დაახვედრეს - ვინ დაუპირისპირდა რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს

ნადირობის ღამე სამოქალაქო აქტივისტებზე - "ოცნების" მხარდამჭერები მთელი  ღამის განმავლობაში  ქუჩა- ქუჩა დასდევდნენ იმ ახალგაზრდებს, ვინც თბილისს ყალბი ამბების პოსტერებისგან ათავისუფლებდა.  

მას შემდეგ რაც FACEBOOK-მა რუსულ კანონთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ტყუილზე დაფუძნებული კამპანია დაბლოკა, სიცრუის ტირაჟირება ივანიშვილის პარტიამ ქუჩაში გამოკრული პლაკატებით დაიწყო, ახალგაზრდების ჯგუფმა კი თბილისი  პროპაგანდისტული პოსტებისგან გაწმინდა და ოცნების გამოკრული პლაკატები ნაგვის ურნებში ჩაყარა, სწორედ ამ ახალგაზრდებს დახვდნენ ქუჩაში მმართველი პარტიის აქტივისტები. 

საბოლოოდ გაირკვა, რომ აქტივისტებს მმართველმა ძალამ პარტაქტივი დაახვედრა. აქტივისტები ორ გვარს ასახელებენ, კადრების გაშიფვრის შემდეგ იდენტიფიცირებულია "ქართული ოცნების" ორი მხარდამჭერი - გიორგი შუკვანი, რომელიც "ქართული ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობს და დავით არჩვაძე, რომელსაც მმართველმა პარტიამ ვერის ახალგაზრდული ანდო. 

მსგავსი სიახლეები