რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

10.04.24 13:36
რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები - ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორს ხვდება

რუსული კანონი და სამოქალაქო საზოგადოების აგენტებად გამოცხადების მცდელობა - სასტურო "მარიოტში" ევროკავშირის საბჭოს დელეგაციის წევრების და მესამე სექტორის შეხვედრა იწყება. ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს მესამე სექტორი ხელისუფლების რუსულ გეგმაზე ინფორმაციას პირადად მიწოდებენ. შევხედრას ესწრება ევროკაშირის ელჩი საქართველოშიც, რომელმაც რუსული კანონი ევროკაშირის გზაზე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უკვე დაასახელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრები პარლამენტში გადაინაცვლებენ, სადაც აუდიენციას "ქართულ ოცნებასთან" და ოპოზიციასთან გამართავენ. 

ოპოზიცია ამბობს, რომ ევროკავშირის დელეგაციას რუსული კანონის საფრთხეებზე ესაუბრებიან. მათი თქმით, სწორება სწორედ არჩევნებზე უნდა მოხდეს.

ჩვენ შედეგი უნდა მივიღოთ არჩევნებზე. ეს არის მთავარი. არა მხოლოდ მოკლევადიანი მიზნები, არამედ გრძელვადიანი მიზნები უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი და ამის ახსნას ვაპირებთ მათთვისაც, რომ მთავარი არის არჩევნები დღეს. საუბარს ვაპირებთ, როგორ უნდა დავიცვათ არჩევნები, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია იყოს უწყვეტი პროცესი და ამას ხელი ვერაფერმა შეუშალოს, - ამბობს "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენ დავსვამთ კითხვებს და გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას ყველა ძირითად საკითხზე, რაც ახლა დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის უპირველეს ყოვლისა, მოახლოებული არჩევნები, რეგიონალური უსაფრტხოების საკითხები, ისევე, როგორც რუსეთის მსახური ხელისუფლების მიერ ბოლოს ინიცირებული რუსული კანონი, რომელიც ამ ქვეყანას საბოლოოს უქადდის გადაგვარებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ველიდან ჩამოშორებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორეი ძალიან კარგად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან ადკავშირეით თუ რა ხდება ამ ქვეყანაში და რამდენად სავალალოა სიტუცია, რომელიც "ქართული ოცნების" რუსულმა ხელისუფლებამ 12 წლის თავზე შექმნა, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

ევროკავშირის დელეგაცია მესამე სექტორთან შეხვედრამდე ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ისინი სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში არსებული ვიტარების შესახებ ესაუბრნენ. 

მსგავსი სიახლეები