პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს"... - მდინარაძე ქოჩორაშვილზე
უმრავლესობი" ლიდერი მამუკა მდინარაძე თვლის, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა პენალტი კი გაიტანა, მაგრამ პოლიტიკაში "გამაზა", ამის მიუხედავად, მდინარაძე ამბობს, რომ ფეხბურთელი "ოცნებაში" მაინც ეყვარებათ.
რაც შეეხება ქოჩორაშვილის მამას, "ოცნების" ლიდერი თბილისის მერის ნატქვამს ერთი-ერთში იმეორებს და ამბობს, რომ "გახარიას პარტიის წევრი, ნამდვილად ნაცმოძრაობაა"
"ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდევ აწი, პოლიტიკაში აწი რაც არ უნდა გამაზოს, როგორც ჟარგონულად იტყვიან ხოლმე, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება. [...] რაც შეეხება მამამისს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, მაშინ ნაცმოძრაობაა კი. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა, სადაც არ უნდა იყოს პარტიაში, კი არა თვითონ, ფეხბურთელიც კი რაღაც წარმოდგენის რომ იყოს პოლიტიკურის, ჩვენთვის მისაღების ან მიუღებლის, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე". - ამბობს მდინარაძე.
დედაქალაქის მერმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სპორტსმენის, ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა "ნაცად" გამოაცხადა.
"როინ ქოჩორაშვილი არის ნაცი!" - თქვა მერმა.
კალაძის გაღიზიანება სპორტსმენის და ქოჩორაშვილის მამის პოსტმა გამოიწვია, ცნობილმა ფეხბურთელმა გუშინ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან, ოჯახის წევრის ფოტო გააზიარა - ბავშვი, ხელში ევროკავშირის დროშით.
პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე ეროვნული ნაკლების წევრის instagram-ი დაბლოკეს.