რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

12.04.24 10:32
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)

 

 

 

ასეთი რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ - გრიგორიადისმა მოსამართლის მიერ განაჩენად 9-წლიანი პატიმრობის გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზში შეკრებილებს ჟესტიკულაციის ენით საკუთარი განწყობა აჩვენა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე  ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სხდომას ლაზარე გრიგორიადისიც ესწრებოდა.

წინასწარ ცნობილია ისიც, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნა შევა.

ლაზარეს საქმის ქრონოლოგია: რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.

  • 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 8 აპრილს გრიგორიადისისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სააპელაციომ დაუშვებლად ცნო და ლაზარე პატიმრობაში დატოვა.
  • გამოძიების ვერსიით, გრიგორიადისმა პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, ასევე, ცეცხლი წაუკიდა შსს-ის კუთვნილ ავტომობილს.
  • დაკავებულს ბრალდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით წარედგინა.
  • დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2021 წელს მომხდარი ოჯახური ძალადობის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრაზე.

ლაზარე გრიგორიადისის დაკავებიდან მალევე, ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ, სიძულვილის კამპანია დაიწყო,  ახალგაზრდას "ორიენტაციაარეული" უწოდეს. 

მსგავსი სიახლეები