თარგმანში დაკარგულები - თარჯიმანი, რომელიც შოლცის უმწვავეს გზავნილებს თარგმნიდა, "რადიკალად" გამოაცხადეს

12.04.24 20:16
თარგმანში დაკარგულები - თარჯიმანი, რომელიც შოლცის უმწვავეს გზავნილებს თარგმნიდა, "რადიკალად" გამოაცხადეს

 

 

თარგმანში დაკარგულები. თარჯიმანი, რომელიც შოლცის უმწვავეს განცხადებას  პირდაპირ ეთერში თარგმნიდა, "ოცნებამ" "ნაციონალად" გამოაცხადა. ის, რაც ვერ აკადრეს გერმანიის კანცლერს, მის თარჯიმანს დაააბრალეს. ოლაფ შოლცის შეფასებებმა პრემიერი წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ ზაალ ანდრონიკაშვილს თარგმანის გაყალებება დააბრალა და რადიკალი ოპოზიციონერი ეძახა. 

თბილისში "ოცნების" დეპუტატებმა კი  თქვა, რომ ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტები გერმანიის პირველი პირიდან, რატომ არ არის კანონი ევროპული. თუმცა, რაც ვერ გაიგო ხელისუფლებამ, სრულიად გასაგები აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ან იქნება კანონი, ან იქნება ევროკავშირი- ეს არის  შოლცის ნათქვამიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოტანილი შინაარსი. მათი თქმით, კანცლერის განცხადებები სრულიად მკაფიო იყო და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, უბრალოდ, არ ტოვებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები