პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერიდან დააანონსა

12.04.24 21:07
პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერიდან დააანონსა

პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "TV პირველის" ეთერში დააანონსა: "ლაზარეს შეწყალება დილის 10 საათზე გადავწყვიტე" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას ეთერში. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 7-9 მარტის აქციების შედეგად დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. 

ზურაბიშვილი იქვე ამბობს, რომ ოფიციალურად შეწყალების აქტისთვის ხელი ჯერ არ მოუწერია.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე ამ დილით 10:00 საათზე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს, არც მუქარებს, იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მე, ჩემ თავთან ერთად. ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იქნება, მცდელობები მთავარსარდალი და პოლიცია დააპირისპირონ, თუმცა მისივე თქმით, გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებია.

ახლა იქნება მცდელობა, ნაცი, ნაცი მიჩვეული ვარ, ხან ნაცი ვარ ხან "კაგებე", ამ ქვეყანაში ყველაფერი დამარქვეს, ამისთვის მზად ვარ. იქნება მცდელობა, რომ მთავარსარდალი და პოლიცია...

მინდა, პოლიციას ვუთხრა - ეს არანაირი წაქეზება არ არის. ჩემი აზრია, რომ აქ არაა მტკიცებულებები, რომ ეს ასე მოხდა. მე მინდა ყველას მოვუწოდო, ამ ქვეყანაში პოლიცია არათუ საპატივცემულოა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმ პერიოდში სადაც შევდივართ, პოლიციის როლია ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი იქნებიან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. მიდის მცდელობა, რომ საზოგადოება გაყონ, დააჯახონ, გაიმეორონ წარსულიდან ძალიან ცუდი ფურცლები და ამ ყველაფერში ჩვენი დამცველი არის და იქნება პოლიცია", - ამბობს ზურაბიშვილი.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე  ზვიად შარაძემ რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა.