"თარგმანში ჩაკარგულები" - თარჯიმნის განმარტება და ოპოზიციის შეფასებები შოლცის მკაცრ გზავნილებზე

13.04.24 12:21
"თარგმანში ჩაკარგულები" - თარჯიმნის განმარტება და ოპოზიციის შეფასებები შოლცის მკაცრ გზავნილებზე

"სათაურისგან დამოუკიდებლად შინაარსი სიტყვასიტყვით სწორია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ოლაფ შოლცის ქართველმა თარჯიმანმა, რომელიც მმართველმა პარტიამ რადიკალ ოპოზიციონერად გამოაცხადა.

დამოუკიდებელი მედია გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაალ ანდრონიკაშვილი დეტალურად ხსნის, რატომ ახსენა ეგრეთ წოდებული "კანონი აგენტების შესახებ" და არა რუსული კანონის სრული სახელწოდება.

ანდრონიკაშვილის განმარტებით, მისი მიზანი ქართველი მსმენელისთვის მარტივი ენით საუბარი იყო, რათა ხალხს არ ეფიქრა, რომ გერმანიის კანცლერი სხვა კანონპროექტზე საუბრობდა. თუმცა კვალიფიციური თარჯიმნის არგუმენტების "ოცნებას" არ სჯერა. ეს უკანასკნელი საბაბად გამოიყენეს და ასე ცდილობდნენ გერმანელი პოლიტიკოსის მწვავე განცხადებების გადაფარვას.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერმა პრიდაპირ დააფიქსირა მისი მკაცრი პოზიცია საქართველოს მიერ რუსული კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

ძალიან მკაფიო განცხადება მოვისმინეთ შოლცის მხრიდან, რომ იმედი აქვს მთელს ევროპას და ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს, რადგან ამას არაფერი არ აქვს ევროპული და ის პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესს. რა თქმა უნდა, ჩვენ არც გვქონდა მოლოდინი, რადგან "ქართული ოცნება" დღეს გადართულია ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ყველაფრის ფასად", - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები