"დავარტყათ წრე პარლამენტს და გავაგონოთ ხმა" - პარლამენტთან მსვლელობა დაიწყო
პარლამენტთან მსვლელობა იწყება - აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან მივლენ და ასე გააგონებენ ოცნების დეპუტატებს ხმას - არა რუსულ კანონს! მოქალაქეები ხელაწეული გადაადგილდებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, პროტესტი მშვიდობიანია და მათი მიზანია, ოცნებას კიდევ ერთხელ ანახონ ქართველი ხალხის ნება, რომ ისინი წინააღმდეგები არიან რუსული კანონის.
დღეს სრულიად თავისუფალი სამყარო გვიყურებს. დღევანდელი შეკრებით კიდევ ერთხელ ვანახებთ, რომ ქართველი ხალხი არის თავისუფლების მოყვარე ევროპული ოჯახის წევრი და რასაც ოცნება გვთავაზობს, რომლის მხარეც არის დუგინი, პესკოვი და საქართველოს სახელმწიფოს მტერი, ხოლო მეორე მხარეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნისა.
ჩვენ ვართ მტკიცე იმისა, რომ არ დავუშვებთ ამ კანონის მიღებას. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე.
ვინაიდან ახლა საკომიტეტო განხილვა მიდის, ფინალურ ფაზაშია... ქართული ოცნება გადის კონსტიტუციური ფარგლებიდან... ამიტომ გთავაზობთ, რომ მშვიდობიანად, უკიდურესად მშვიდობიანად დავარტყათ წრე პარლამენტს და გავაგონოთ ყველა შესასვლელიდან ხმა - არა რუსულ კანონს!“ - თქვა გიორგი ქადაგიძე.
ამ განცხადების შემდეგ, სპეცსამსახურების თანამშრომლების მობილიზება დაიწყო.