მომხვდა სპეცრაზმელის მუშტი. ზოგს თავში მოხვდა, ზოგს ნეკნებში, დუბინკებს აქტიურად იყენებდნენ - სიხარულიძე
"წაქცეულ ხალხს ფეხებით თელავდნენ, გაქცევის დროს მომხვდა ერთ-ერთი სპეცრაზმელის მუშტი სახეში პირდაპირ", - ამის შესახებ "პირველებს" ნოდარ სიხარულიძე უყვბეა, რომელსაც პარლამენტთან სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
სიხარულიძე იხსენებს, რომ სპეცრაზმელები თავდასხმაზე მოულოდნელად გადავიდნენ - "ზოგს თავში მოხვდა, ზოგს ნეკნებში, ზოგს გადაუარეს, დუბინკებს და მუშტებსაც აქტიურად იყენებდნენ".
მშვიდობიანად ვაპროტესტებდით რუსულ კანონს. ერთ მომენტში მოხდა დარბევა - სპეცრაზმელები გადმოვიდნენ შეტევაზე, გაქცევის დროს მომხვდა ერთ-ერთი სპეცრაზმელის მუშტი სახეში პირდაპირ. დაიყვირა ხალხმა რომ მორბიან, გავიქეცით - მოდიოდნენ ფარებით, დუბინკებით, წიხლებით, გადაგვიარეს ხალხს, წაქცეულ ხალხს ფეხებით თელავდნენ და ვინც გარბოდა ფეხებნში დუბინკებს ურტყამდნენ და მე ცხვირპირში მომხვდა," - ამბობს ნოდარ სიხარულიძე.