"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი" - აქციის მონაწილეებმა "ოცნებას" 1 საათიანი ვადა მისცეს
"დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება" - აქციის მონაწილეებმა "ოცნებას" 1 საათიანი ვადა მისცეს.
ამის შესახებ ინფორმაცია აქციაზე რატი ამაღლობელმა გაახმოვანა.
გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება. ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს.
ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში, რადგან გასულები არიან უკვე." - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.