ეშინია თუ არა "ოცნებას" სპორტსმენების ბუნტის? - კალაძის მორიგი განცხადება

18.04.24 02:25
ეშინია თუ არა "ოცნებას" სპორტსმენების ბუნტის? - კალაძის მორიგი განცხადება

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ სპორტსმენები, რომლებიც პროდასავლურ პოსტებს ავრცელებენ და რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან ბულინგის მსხვერპლნი არიან.

კალაძე ამომრჩეველს არწმუნებს, რომ ხალხი მათ მხარეს არის და ყველამ ყველაფერი კარგად იცის. 

კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება", - ამბობს კახა კალაძე სამტავრობო მედიასთან.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროევროპულ პოსტებს ცნობილი ადამიანები ერთი მეორეს მიყოლებით ავრცელებენ. 

"არა რუსულ კანონს", "საქართველოს მომავალი ევროპაშია", "საქართველო ევროპაა" - ასეთია იმ "სთორების" შინაარსი, რომელიც  Instagram-ზე აქტიურად გვხვდება. 

აქტიურობენ ცნობილი ქართველი ქართველი სპორტსმენები. კანკავა, კვარაცხელია, მამარდა - ქართველი ფეხბურთელების პროევროპულ პროტესტზე The Guardian წერს.

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელებში ერთ-მეორეს მიყოლებით აპროტესტებენ.