ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს
73 ხმით 9-ის წინააღმდეგ - ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
კანონპროექტის მიღებით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.
კანონი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.