გახარიას გუნდი: „ქოცებო, თქვე "ნაცებო“, შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება!

19.04.24 15:09
გახარიას გუნდი: „ქოცებო, თქვე "ნაცებო“,  შეწყვიტეთ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება!

პარტია "საქართველოსთვის" მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე მხარი არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირონ. ამის შესახებ გახარიას გუნდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციური პარტია ირწმუნება, რომ ენმ რუსული კანონის ავტორ "ოცნებასთან" უკვე ღიად თანამშრომლობს. მათი მტკიცებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ორივე პარტიამ თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ერთობლივად დააინიცირა. 

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არცერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია, რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას! 

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის "ოცნებას" სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია რუსული კანონის ავტორ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. 

ამ გადაწყვეტილებებით, საბოლოოდ გაშიშვლდება „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. 

ქოცებო, თქვე ნაცებო  შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება. თქვენი ეს ერთობლივი მოქმედება კარგად აჩვენებს როგორ გაწყობთ ერთმანეთი ამ ორ რადიკალურ ძალას და როგორ ხართ მზად ერთმანეთს გაურიგდეთ მომავალ პარლამენტშიც, რაზეც უკვე დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, 26 ოქტომბერს არც ერთ რადიკალურ ძალას, არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ეს არის ერთადერთი გარანტია,რომ ქვეყანა თავს დააღწევს ამ ორი წარსული ძალის ტყვეობას და თავიდან ავიცილებთ მათ სამომავლო კოალიციას, - განაცხადეს ოპოზიციურ პარტიაში. 
 

გახარიას პარტიის ბრალდებებს სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ეხმიანება და ინფორმაციას "ტყუილს" უწოდებს. ოპოზიციის წევრი წერს, რომ ენმ რუსთავში საკრებულოს თანამდებობეზე "გამოცხადებულ დოღში" მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. 

"ნაციონალური მოძრაობის"  ფრაქცია რუსთავში არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობეზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ, ძველო და ახალო ქოცებო დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც, - წერს დავით კირკიტაძე.

მსგავსი სიახლეები