ივანიშვილის რუსული გზა - მოპოვებულია ოლიგარქის ფარული ჩანაწერი (ვიდეო)
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - მოპოვებულია, ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც 2008 წლის სექტემბრით თარიღდება.
ჩანაწერის თანახმად, აგვისტოს ომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, "ქართუ ბანკის" მაშინდელი მაღალჩინოსანი და მისი მარჯვენა ხელი, გიგა ჩრდილელი ურეკავს - ეუბნება, რომ დაუკავშირდა საქართველოში მაშინდელი ელჩი, ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთების გაწყვეტის გამო, ქვეყანას ტოვებდა.
ფარული აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რუსეთის მაშინდელ ელჩს საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკოს, "ქართუს" დირექტორის, ოთარ ჩრდილელის საშუალებით შეუთვალა, რომ როდესაც მოსკოვში დაბრუნდებოდა, მასთან კავშირზე, იქ მყოფი ივანიშვილის დისშვილი გავიდოდა, სავარაუდოდ გულისხმობდა შმაგი კობახიძეს.
ამ სატელეფონო საუბრით დგინდება, ისიც, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ელჩს, რომელიც საქართველოდან ომის შემდეგ გააძევეს, ფინანსურად უზრუნველყოფას ჰპირდებოდა.
ჩანაწერის მიხედვით, ოლიგარქი, საკუთარი ბანკის ხელმძღვანელს სთხოვს, საქართველოში კრემლის დესპანს გადასცეს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადასასვლელად ემზადება.
მეტიც, "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ფარული ჩანაწერის თანახმად, ამ საუბრის დროს ივანიშვილი შუამავალს სთხოვს მოსკოვს გადასცეს, რომ მაშინდელ ხელისუფლებაზე დარტყმის მისატანად ემზადება.
"გადაგდებას ვაპირებთთქო, შეგიძლია, პირდაპირ უთხრა"- გარკვევით ისმის ჩანაწერში.